შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ გვინდა და ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში

მნიშვნელოვანია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება იმას, რომ არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ჩვენ ამ დღეებში მოქალაქეებთან ერთად რუსთავში, თელავში, ბორჯომში და გორში განვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ, გვექნება დეტალურად მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება სწორედ იმას, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყოველი განხილვის დროს, რომ მნიშვნელოვანია, გაემიჯნოს ერთმანეთისგან უფლებრივი საკითხები და პროპაგანდის საკითხები. ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უფლებებიდან, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება ქართული საზოგადოების, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ზოგადად, ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება