შსს - ლეონიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს გადაადგილებაში ხელი შეუშალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

შსს-ს ცნობით, საქმე მოსაკვლევად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.

საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.

საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება