შალვა პაპუაშვილი - აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა, დღეს ამ სახელმძღვანელოდან დგამენ სხვადასხვა სცენარს, რათა საერთაშორისო აქტორებს თვალწინ დაუდონ

აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით“.

„ვხედავთ, არის წინასწარ გაწერილი სცენარები, რომლის მიხედვითაც მოქმედებს რადიკალური „ენჯეობის“ და პარტიების სიმბიოზი. აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ. ეს იმ ძალადობრივი მოქმედებების ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით. საზოგადოების რეაგირება ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა