პრემიერი - ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება - 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის

საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„დღეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი, სწორედ ამ დროიდან იწყება ევროკავშირისა ზოგადად ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელი გასტანა. სწორედ ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დაფუძნდა - სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფო და ა.შ. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ მშვიდობას და შეიქმნა მყარი გარანტიები, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში. მახსოვს, დიუსელდორფში გატარებული 3 წელი და მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მაშინ მივიღე უშუალოდ ევროპული კულტურისა და ევროპული კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება. ჩვენი სურვილია საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი.

ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია - ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომელიც ევროკავშირის წინაშე დგას დროებითია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში. მჯერა, საქართველოს შეუძლია ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია