ირაკლი ღარიბაშვილი - ეს ადამიანები: გვარამია, მელია, ფაშისტები, კრიმინალები და ქვეყნის მოღალატეები, როგორ შეიძლება დღეს ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციაზე? - რა გაუკეთებიათ?

ეს ადამიანები: გვარამია, ეს ფაშისტები და გაუგებარი ხალხი, მელია და ეს ყოფილი კრიმინალები, კრიმინალები, კრიმინალები და ქვეყნის მოღალატეები, როგორ შეიძლება დღეს ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციაზე. რა გაუკეთებიათ ან დემოკრატიის განვითარებისთვის ან ევროინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, თანხის მიღების სანაცვლოდ დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

„ეს არის კატასტროფა და ამას, რა თქმა უნდა, პოლიცია გამოიძიებს და ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მე შეგახსენებთ კიდევ უფრო მძიმე ფაქტს, როცა ეს ფაშისტები ხელისუფლებაში იყვნენ, გახსოვთ, „ხურჩის ტერაქტი“. ადამიანებმა საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტი მოუწყვეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევ უპასუხა შეკითხვას, მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ. ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე „ალბათ გამოძიება მიმდინარეობს“.

„არ ვიცი, ახლა ამ ადამიანებს ვინ ესხმის, არ მინდა სპეკულაციები გავაკეთო, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული. ვინ, რას ავალებს, ვინ ფულს იხდის და... უნდა დაისაჯოს. ალბათ, გამოძიება მიმდინარეობს. მე არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს. გამოძიების საკითხებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თანხის სანაცვლოდ [მანქანა] დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ, ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას. ვიმეორებ, ეს ადამიანები: გვარამია, ეს ფაშისტები და გაუგებარი ხალხი, მელია და ეს ყოფილი კრიმინალები, კრიმინალები, კრიმინალები და ქვეყნის მოღალატეები, როგორ შეიძლება დღეს ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციაზე. რა გაუკეთებიათ ან დემოკრატიის მაგისთანებისთვის ან ევროინტეგრაციისთვის. თუ რაიმე სარგებელი, სიკეთე მიიღო ქვეყანამ ევროკავშირისგან, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს. ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, სტატუსი. ქვეყანა ათ წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატიო ქვეყანას. მორჩა თემა აქ! არავისგან მივიღებთ კრიტიკას, მით უმეტეს ამ მანიაკებისგან, რომლებიც ქვეყანას ანგრევდნენ და რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს. ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში სტრატეგიული ობიექტები გადასცეს, უვიზო რეჟიმი გაუსხეს და ა.შ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს რომ საერთოდ ველაპარაკებით და მათ ნათქვამზე მე კომენტარს ვაკეთებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში