გიორგი ვაშაძე - კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ დღეს, 19:00 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხვალ, საღამოს, 22:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კანონის მოდიფიცირება შეუძლებელია, მისი „ყველა მუხლი, შინაარსი არის რუსული”.

მისივე განმარტებით, ამ კანონის მიზანია, დამოუკიდებელი აზრი გაანადგუროს ქვეყანაში.

„მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, დიახ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ დღეს, 19:00 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხვალ საღამოს, 22:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას. მათ არ ასცდებათ პასუხისმგებლობა, რომ ისინი პასუხს აგებენ ქვეყნის, ერის და მთელი მსოფლიოს წინაშე.

აქვე მინდა გამოვეხმაურო გუშინ და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, კანონის მოდიფიცირება არის რაიმე საშველი. გამორიცხულია! ამ კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის, რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია საშუალებები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტიური ჯგუფები და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღება რაიმე ტიპის ფასადურ ცვლილებებში მონაწილეობა. კანონი უნდა იყოს სრულად გაწვეული და კანონი არ უნდა განიხილებოდეს პარლამენტში. ეს არის ხალხის ნება, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი და თუ ეს კანონი მიიღება, პერსონალური სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს აღასრულებს.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს რუსული კანონის მიღებით და უფრო მეტიც, ის მოქმედებს კანონგარეშე, როდესაც თავს ესხმის გულანთებულ პატრიოტ ადამიანებს, როცა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება ქუჩებში. ეს არის კანონგარეშე ქმედება, რაც საფუძველია იმის ჩავთვალოთ ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

დიახ, ეს არის არალეგიტიმურობის საფუძველი იმიტომ, რომ კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი.

მივმართავ ყველა პოლიციელს, ვინც ქუჩებში ჩადის ამ უკანონობას. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას და მერწმუნეთ, ხალხის გამარჯვება ძალიან ახლოს არის და არც ერთ შემთხვევაში ეს დანაშაულებრივი რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს დიდხანს ძალაუფლებას”, - განაცხადა ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო