ზურაბ ჭიაბერაშვილი - განცხადებები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა - ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით რუსულია

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა. ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით არის რუსული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ჭიაბერაშვილის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „რუსული კანონი“ არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან სიტყვების თამაშია.

„როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ რუსული კანონი არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან არის სიტყვების თამაში. სინამდვილეში ეს კანონი არის წმინდად რუსული, ეს კონგრესმენებმა მკაფიოდ თქვეს თავიანთ წერილში, რომ არანაირი სერთო ამ კანონს ან ამერიკულ, ან ევროპულ კანონებთან საერთო არ აქვს და შესაბამისად, ეს კანონი რის რუსული თავისი არსით და მოტივაციით, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს