შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოები“ და „ნაცმოძრაობა“ თავს ესხმოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს - ნებისმიერ ძალადობას სიტყვიერად ვგმობთ, რასაც „ენჯეოები“ და ოპოზიცია არ აკეთებს - იქნებ, ახლა დაფიქრდნენ

ყველას მორალური ვალდებულებაა ძალადობა დაიგმოს. ეს ვერ ვნახეთ ძალადობრივი სპირალის დასაწყისში, როდესაც „ენჯეოები” და „ნაცმოძრაობა” თავს ესხმოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს - ნებისმიერ ძალადობას სიტყვიერად ვგმობთ, რასაც „ენჯეოები” და ოპოზიცია არ აკეთებს. იქნებ, ახლა დაფიქრდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ინიციირების შემდეგ დაიწყო ძალადობის და მუქარის ტალღა, რადიკალური ოპოზიციის და მასთან მყოფი “ენჯეოების” მხრიდან.

„გახსოვთ, ალბათ, როგორ იყვნენ სოციალურ ქსელში მოღალატეებად შერაცხულები საქართველოს პარლამენტის წევრები. ამას კონკრეტული „ენჯეოები” აკეთებენ, რომლებიც საელჩოებიდან ფინანსდებიან, დონორებს იყენებენ, რომ პარლამენტის წევრებს თავს დაესხან ვერბალურად. ვნახეთ, როგორ გასაჯაროვდა პარლამენტის წევრების მობილურის ნომრები, მათი ოჯახის წევრებზე მუქარები და დარეკვებიც ვნახეთ. ვნახეთ, რამხელა ზეწოლა იყო სპორტსმენებზე, ხელოვანებზე. ამ სპირალში საზოგადოება შეიყვანა რადიკალურმა ოპოზიციამ და რადიკალურმა “ენჯეოებმა”. როდესაც ძალადობის ტალღა იწყება და რეაგირება ნულია იმ დამფინანსებლების მხრიდან, ვინც ამ „ენჯეოებს” აფინანსებენ, რომლებმაც სიძულვილის და ზიზღის კამპანია წამოიწყეს, ამ ძალადობის სპირალს სხვა ძალადობა მოჰყვება. რაც შეეხება, ძალადობას ნებისმიერი მიმართულებით, ყველას მორალური ვალდებულებაა ძალადობა დაიგმოს. ეს ვერ ვნახეთ ძალადობრივი სპირალის დასაწყისში, როდესაც „ენჯეოები” და „ნაცმოძრაობა” თავს ესხმოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს. არცერთმა დონორმა არ დაგმო და წაახალისა მათი შემდეგი ქმედებები, პარლამენტზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ნებისმიერ ძალადობას სიტყვიერად ვგმობთ, რასაც „ენჯეოები“ და ოპოზიცია არ აკეთებენ. იქნებ, ახლა დაფიქრდნენ”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო