ირაკლი ეძგვერაძე - მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ხალხი არ შეეგუება საქართველოს რუსეთიზაციას - ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო ამ ბრძოლაშია უცილებლად გაიმარჯვებს

მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ქართველი ხალხი არ შეეგუება საქართველოს რუსეთიზაციას. ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

ეძგვერაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად მოუწევს.

„ოცნებას“ მოუწევს ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად. მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ადამიანებს როგორ უსწორდებიან, გუშინდელი დღე ალბათ, დასამახსოვრებელია მთელი სპეცრაზმისთვის, თუ როგორ სცემდა პოლიცია გოგონებთან მყოფ ადამიანს უმოწყალოდ. ჩვენ ვნახეთ როგორ ურეკავენ ადამიანებს, დედებს, შვილებს, ბებიებს და როგორი სიტყვებით ლანძღავენ მათ, მაგრამ ეს არ იმუშავებს, ეს არის ბოლო ჟამი, „ოცნების“ დასასრული და საქართველო არასდროს არ გახდება რუსეთი, ვერ შეეგუება ამას საქართველოს მოქალაქე, რუსეთი ვერასოდეს ვერ გახდება ჩვენი სამშობლო და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება