გიორგი ვაშაძე - ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, ხალხის ხმა გაიგონოს - უნდათ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ, რაც არ გამოუვათ!

ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს - მშვიდობიან, ერთიან პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არ აქვს და უნდათ, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ.

„ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს. ვფიქრობ, მშვიდობიან, ერთიან პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა, საბოლოოდ, “ქართული ოცნების” მხარეს დემორალიზება გამოვიწვიოთ, საქართველო ამ ადამიანებისგან გავათავისუფლოთ. „ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არ აქვს და უნდათ, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ, რაც არ გამოუვათ”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია