ლევან ხაბეიშვილი - „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას წელში გადატეხს, ისინი ვეღარ გამთელდებიან

„რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასული.

„კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა გაიწვიონ! ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად დაკარგავენ, რადგან ხალხთან არიან დაპირისპირებაში.

12 წლის განმავლობაში ერთი კანონი გახსენდებათ, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის კარგი? - არა, ასეთი არ არსებობს! ჩვენი შეთავაზება კიდევ ერთხელ, გაიწვიონ ეს კანონი, ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ხალხს მიეცით მშვიდად გადაწყვეტილების შესაძლებლობა. თუ ვინმემ ქვეყანაში დაპირისპირება გააღვივა, ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის გამოსვლის მეორე დღიდან ადამიანებს თავპირს ალეწავენ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან. ქართველ ხალხთან ასე ძალმომრეობით საუბარი არ არის სწორი, ხელების გადაგრეხით, დაშინებით ქართველ ხალხს ვერ შეაშინებენ. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, ნუ შეშინდებით, ყველაფერი გაივლის, მოშუშდება, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობთ. ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც არის ევროკავშირისთვის მიუღებელი და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელს უშლის საქართველოს, არ იქნას მიღებული.

მე ამ აქციაზე ვარ როგორც რიგითი მოქალაქე და არა პოლიტიკოსი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი და ეს „რუსული კანონი“ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია