თინა ბოკუჩავა - ახლა ნამდვილად არის სრული კონსოლიდაციის, ერთიანი ძალისხმევის დრო, რადგან ყველა ხედავს, რომ ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს

ივანიშვილი ცდილობს რეპრესიებით შეაშინოს თავისუფალი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩვენ ჩვენი სიმტკიცით და სიმრავლით მხოლოდ და მხოლოდ იმას ვაჩვენებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანას ევროპულ რელსებზე არ დავაბრუნებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოსთვის მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის პერსპექტივა მხოლოდ ევროპაშია და სწორედ ევროპულ მომავალს იცავენ ის თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან რუსთველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთობის მნიშვნელობა. ახლა ნამდვილად არის სრული კონსოლიდაციის, ერთიანი ძალისხმევის დრო, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ივანიშვილი ცდილობს ჩვენი ქვეყანა მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში. ცდილობს ამ რეპრესიებით, რომელიც მან თავად დააანონსა და რომლის აღმსრულებლები არიან პოლიციელები, იგივე გოგა მემანიშვილი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ცემის ფაქტს ესწრებოდა. მათ სურთ, რომ ამგვარი რეპრესიებით შეაშინონ თავისუფალი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი სიმრავლით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას ვაჩვენებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანას არ დავაბრუნებთ ევროპულ რელსებზე, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ მხოლოდ ევროპაშია ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის პერსპექტივა და სწორედ ევროპულ მომავალს იცავენ ის თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან რუსთველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია