გია ჯაფარიძე - არ გვეშინია, არ ვიღლებით, ვართ ურყევები, ვართ მტკიცე იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის მორალი, ჩვენს მხარეს არის სამშობლო, ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი

ხალხო, არ გვეშინია, არ ვიღლებით, ვართ ურყევები, ვართ მტკიცე იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის მორალი, ჩვენს მხარეს არის სამშობლო, ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა გია ჯაფარიძემ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის სამართლიანობა, მორალი, მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება.

„საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც ადამიანებს არ სცემენ, სადაც სახელმწიფო არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების ტერორით, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი ევროპის თავისუფალი მოქალაქეები, ან ჩვენ ვიქნებით იმ სახელმწიფოში, სადაც ასეთი სახით, ასეთი იარებით ივლიან ადამიანები. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე - არჩევანი არის ძალიან მარტივი, ან ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფლებას, ან ჩვენ ვკარგავთ თავისუფლებას. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებული საქართველოს თავისუფლების დასაცავად, უამრავი ადამიანი არის, ან ნაცემი, ან დაკავებული, ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, კიდევ ერთხელ უნდა მოვთხოვოთ რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას, გამოუშვან დაკავებული პოლიტიკური პატიმრები. გამოუშვით! ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი საუბარი და ყვირილი არ შეიძლება, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხალხო, ხვალ ყველა უკლებლივ, ვინც დღეს აქ ვართ, ვკიდებთ ხელს მინიმუმ ერთ ადამიანს და ვუთენებთ საქართველოს, ვუთენებთ თავისუფლებას, ვუთენებთ ჩვენს შვილებს, ვუთენებთ ჩვენს სტუდენტებს, ვუთენებთ ჩვენს მომავალს, ვუთენებთ ჩვენს თავისუფლებას“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს