ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად გაფიცვის რეჟიმში გადადის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად გაფიცვის რეჟიმში გადადის.

როგორც მალხაზ ნაკაშიძე აცხადებს, საქართველოს მთავრობა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„მე როგორც ბსუ-ს პროფესორი, ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი ჟან მონეს კათედრის (EUCONST) დამფუძნებელი, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია) ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი, ბსუ-ს საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ ახალგაზრდების განცხადებას სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი ვინც წინა წლებში აპროტესტებდნენ მთავრობის ქმედებებს, დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფნი, არ გამოხატავენ პოზიციას მთავრობის ძალადობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აზიარებენ პროპაგანდისტულ ინფორმაციას და მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას. რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოთ ჩემს წინააღმდეგ, ეს არ მოახდენს გავლენას ჩემს პოზიციაზე. საქართველოს მთავრობა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ ეს პოლიტიკა. მოვუწოდებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს დადგნენ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად”, - აცხადებს მალხაზ ნაკაშიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს