შალვა პაპუაშვილი - ევროპელები არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ქართულ საზოგადოებას პლაკატებით ესაუბრებოდნენ - თუკი ისეთ რეკომენდაციას მოგვცემენ, რომელზეც დავთანხმდებით, შეიძლება, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფა

ევროპელები არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ქართულ საზოგადოებას პლაკატებით ესაუბრებოდნენ - თუკი ისეთ რეკომენდაციას მოგვცემენ, რომელზეც დავთანხმდებით, შეიძლება, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება არ დაძლიოს უმრავლესობამ ვეტო.

„რამდენიმე კვირაა მიდის კანონპროექტის განხილვა და ჩვენ ყოველ ჯერზე, როგორ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს, ოპოზიციას, არასამთავრობოს სექტორს, მედიას, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას, ამის საპასუხოდ ჩვენ გვესმოდა სკანდირება, ლოზუნგები, ტრაფარეტები ყველასგან. განსაკუთრებით გასაკვირია, რომ ევროპელები ასე არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ქართულ საზოგადოებას პლაკატებით ესაუბრებოდნენ, რაღაცა ღირებულებებს შეესაბამება, თუ არ შეესაბამება [კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] . თუკი არის სურვილი, შინაარსობრივად ვინმეს სათქმელი რეკომენდაცია, რჩევა აქვს მოსაცემი და გასაზიარებელი, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ვიყავით მზად. ახლა მესამე მოსმენაა, რედაქციული ხასიათის მოსმენა არის და აქ რაიმე რეკომენდაციის ძირეული გათვალისწინება ვერ მოხდება. თუკი ვინმეს აქვს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს, ჩვენ ამაზე, მათ შორის მეც, შეხვედრებზე მივუთითე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ვეტოს მექანიზმით, თუკი ჩვენ რაიმე ისეთ რეკომენდაციას მოგვცემენ, რომელზეც ჩვენც დავთანხმდებით და იქნება გასაზიარებელი, შეიძლება ამის ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თუმცა პაპუაშვილმა დასძინა, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არის „ყველაზე რბილი“ განსხვავებით ამერიკასა და ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედი კანონისგან.

„საქმეც იმაშია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. სინამდვილეში იმდენად მარტივი და გასაგები კანონია, იმდენად მინიმალური არის ვალდებულებები, რომელიც ამ კანონპროექტში არის, ყველა სხვა კანონებისგან განსხვავებული, რომელიც არსებობს ამერიკაში - აგენტების კანონი იქნება, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში თუ ევროკავშირის დირექტივა, ყველა ამ კანონთან შედარებით არის ყველაზე რბილი კანონპროექტი და კანონი. შესაბამისად, სათქმელიც კი არაფერი არ არის სინამდვილეში, ამიტომ ველოდებით, ვნახოთ, ესეც იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის საჯარო, გაიგებს რა მოსაზრებებია და რაზე შეიძლება შეთანხმება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია