ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს და დაახლოებით 2.5 მილიონი პოტენციური ამომრჩეველი წყვეტს, ვინ დაიკავებს ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს, 59 წლის გიტანას ნაუსედას აქვს, რომელიც ლიეტუვას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ნაუსედას გარდა, პრეზიდენტობისთვის კიდევ შვიდი კანდიდატი იბრძვის.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, მაშინ ლიეტუვაში, 26 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პარალელურად, ლიეტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება