შალვა პაპუაშვილი - ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ - მნიშვნელოვანია, შსს-მ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც ვნახეთ, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან დამკვეთების სახით.

„ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, თავიანთი საცეცებით ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ აქ დგას ცალსახად რაღაც მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილშია იმისთვის, რომ აშანტაჟონ ადამიანები. ითქვა კიდევაც, რომ, როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც არიან ამ შანტაჟის ობიექტები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი ამ დანაშაულის იქნეს გარკვეული. განსაკუთრებით ამაზრზენი სახით არის, მათ შორის, ეს დანაშაული ჩადენილი. როგორც ჩანს, ხდებოდა შეტყუება ადამიანების და შემდეგ მათი ფარული ჩაწერა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას და, როგორც ჩანს, ესეც აჩვენებს, რომ არ აქვთ სამართლებრივი ბევრი რამ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ, მათ შორის, ერთ-ერთის მონაწილეობით არის ჩაწერილი ეს კადრები, ამ ადამიანის მეუღლის მონაწილეობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ დანაშაულის ამაზრზენობას. აქ ახლა რაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც თავად ბრალდებულები მონაწილეობენ ამ ვიდეოფაილებში.

კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ჩვენ ვნახეთ დაკავების დროს, სპონტანურად როგორ დაორგანიზდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან დღეს ე.წ. სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერები და თავად უჩა აბაშიძეც გამოცხადებული ჰყავდათ, როგორც ამ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი. ვნახეთ, რომ ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მის დაკავებაში. როგორც ჩანს, გარკვეული კავშირები არსებობს და, როგორც ჩანს, გარკვეულმა პირებმა იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე და რა დანაშაული იქნებოდა გამომჟღავნებული, ამიტომაც იყო ასეთი არაადეკვატური რეაქცია და სწრაფი ორგანიზება ადამიანების დიდი რაოდენობისა, რომ ხელი შეეშალათ პოლიციისთვის. ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და გასაკვირი არის, რომ დღემდე ჰყავს ამ ადამიანს, მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ სპეცსამსახურების მეთოდით შანტაჟის მიზნით აგროვებდა ადამიანებზე კომპრომატებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო