პაველ ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, ვენეციის კომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს მოსაზრებას - საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე, მაგრამ ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები, თუ მისი მიღება მოხდება

საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე. მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტის მიღება მოხდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია მალე გამოაქვეყნებს დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედებს.

„გავიმეორებ, რომ თუკი ამ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება მოხდება, ის სერიოზულ დაბრკოლებას შექმნის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე. აი, რატომ გსურს დახმარება არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც სამართლებრივ საკითხებში საერთაშორისო სტანდარტების დამდგენია, სთხოვეს, წარადგინოს სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ვენეციის კომისია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და რომელიც ეკუთვნის ევროპის საბჭოს, რომლის სრულუფლებიანი წევრიც საქართველოა, ძალიან მალე გამოაქვეყნებს ამ დასკვნას. საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებაზე. კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული არსებული ფორმით“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია