ირაკლი შატაკიშვილი - პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებაა, საზოგადოება ფარული საფრთხეებისგან დაიცვას

ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ისეთ საკითხებზე შეთანხმებულები, რომლებიც შეიძლება შავით თეთრზე დაწერას საერთოდ არ საჭიროებდეს, რადგან ისედაც ნათელია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობაა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა ბორჯომში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქორწინების განმარტება განისაზღვრა, დღეისათვის საზოგადოება მაინც ფარული საფრთხეების წინაშე დგას.

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ვალდებულებაა, რომ საზოგადოება ისეთი ფარული საფრთხეებისგან დაიცვას, რომლებიც, ერთი შეხედვით, ისე უვნებლად შემოგვეპარება ხოლმე, რომ საერთოდ ვერ დავინახავთ და ძალიან დიდი და ღრმა შინაარსის მატარებელია. ჩვენი ვალდებულებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი დაკვეთაც ის იქნება, რომ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობითი გარანტიები, რომლებიც მსგავს საფრთხეებს, განსაკუთრებით ჩვენს მცირეწლოვან შვილებს აარიდებს", - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია