პრემიერი - თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების" აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა

თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების" აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს.

„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო და ქართული საზოგადოება თავს იწონებდა მშვიდობიანი პროტესტის კულტურით. ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს. თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების" აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა. ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე გარე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს. სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს, ბუნებრივია, ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს. ეს ძალადობა და უკულტურობა, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა და ახლა უკვე ოპოზიციაში გამოირჩევა, არ არის ქართული და სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის. საქართველოში მისი დამკვიდრებაც სწორედ იმ შავ ფულს უკავშირდება, რომლის დამალვისთვისაც დღეს ასეთი გამალებით იბრძვიან რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები",- აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში