პრემიერი - პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი, თითქოს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, კიდევ უფრო მეტად არასერიოზული.

კობახიძემ ამით ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, უღირს თუ არა ხელისუფლებას, რომ სასწორზე დადოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

„ორი დღის წინ თქვენი ტელევიზიიდან თქვენმა კოლეგამ აღნიშნა, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა, ასევე, არასერიოზული თემაა. მან თქვა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს რუსეთის ინტერესებში იქნება. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედის. ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული. ამიტომ, მგონი სჯობს, რომ სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ“,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს