პრემიერი - ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება გვექნება ყველა მიმართულებით

ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული, რომლის პროცესს ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს.

„ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს. მუდმივად ხედავთ, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით ყოველთვის ორმაგი სტანდარტით გამოდის. ხშირად ისინი იწონებენ კიდეც ძალადობას, არა მარტო არ გმობენ, მაგალითად, კოლეგებზე, ჟურნალისტებზე, დეპუტატებზე ძალადობას პირიქით, იწონებენ ხოლმე ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ყველა მიმართულებით გვექნება. რაც შეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის გამოძიება დაწყებული, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ გამოძიების პროცესს ბოლომდე გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სატელეფონო ზარებს და ჩასაფრებებს, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამ საკითხზეც ჰქონდა ძალოვან უწყებებთან დაკავშირებით მსჯელობა და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა ძალოვან სტრუქტურებთან. ყველა თემაზე იქნება რეაგირება, იქნება ეს ძალადობა თუ მუქარა, ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება იქნება, ამაზე უკვე შედგა მსჯელობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს