პრეზიდენტი - საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.

„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, რცხვენია, როდესაც პარლამენტის წევრი ნაცნობებისგან "წარმოუდგენელ სიტყვებს ისმენს", რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ დაშინებული არიან.

„ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ, ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, არასდროს აღარ შემოვიტანთო, არა მხოლოდ ჩვენ, ასევე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც უთხრეს და ისევ დააყენეს საკითხი, რომელიც რეალურად, არავის სჭირდებოდა. მხოლოდ მათთვის არის, რომ "ჩვენ რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ და არავის, არც შიგნით და არც გარეთ, არ ვემორჩილებით". აგერ საზოგადოების პასუხი...

მანიპულაციაა, როდესაც ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ, რაღაც დიალოგი, ცვლილებებია და მეორე ხელით, ის რაც გავიგონეთ პრემიერის სიტყვებით, ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება, სრულიად უდანაშაულო ადამიანების. ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ. თქვენ თვითონაც არ გჯერათ. შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან, ვიღაცებისგან, რომელსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ უკვე დაშინებული არიან თვითონ შინაგანად, ეს არის სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა.

როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ „რუსულ კანონზე“ არის საუბარი, ის კანონი არის რუსული. ვერანაირი კითხვა, აბა, რა არის ამ კანონში რუსული, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ. ეს კანონი არის რუსული! “,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში