პრეზიდენტი - მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში - არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება

არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება - რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ბრიფინგზე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა პროტესტს მშვიდობიანად, შეგნებულად და შემართებით გამოხატავენ და სამართალდამცველებს მიმართა, რომ ისინი მხოლოდ იმას აჩვენებენ მსოფლიოს, რომ კანონს არ ემორჩილებიან.

„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება