მამუკა მდინარაძე - არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?

სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო - არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მდინარაძის შეფასებებით, პრეზიდენტმა „მეორე საოცრება“ თქვა, არჩევნების შემდეგ კანონის ამოქმედების გადატანაზე.

სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია - ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო - ეს თქვა ფაქტობრივად.

P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,- წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! - გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება