შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი „ენჯეო“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციებს, უბიძგებდნენ აქციებს, გადაზრდილიყო ძალადობაში

ვნახეთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციებს, უბიძგებდნენ აქციებს, რომ გადაზრდილიყო ძალადობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აქციების ორგანიზატორების მოწოდება იყო, რომ პარლამენტის ბლოკირება მომხდარიყო, რაც პაპუაშვილის განმარტებით, არის კანონდარღვევა.

პაპუაშვილის განმარტებით, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა, რომ იმ „ენჯეოებს“, რომელსაც ისინი აფინანსებენ მისცენ მკაცრი მითითება, რომ არ დაარღვიონ კანონი და არ იძალადონ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. ყველას შესაძლებლობა ჰქონდა რამდენიმე საათიანი საკომიტეტო, თუ პლენარული განხილვის ფორმატში, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე არასამთავრობო სექტორს, თუ სხვა დაინტერესებულ პირს მონაწილეობა მიეღოთ ამ დისკუსიაში, პარლამენტში და ასევე, პარლამენტს მიღმა. ვფიქრობ, რომ მათ შორის, ჩვენი მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში შეხვედრებიდან ჩვენ გვაქვს, არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის გამტარებელი კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის პოზიციაც სწორედ, ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით მივიღებთ.

რაც შეეხება შესაძლო ძალადობას, ეს არა მხოლოდ რაღაც შესაძლო ვარიანტია, არამედ ჩვენ წარსული გამოცდილებიდან ამ აქციების, ვნახეთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციებს, ისინი უბიძგებდნენ აქციებს, რომ გადაზრდილიყო ძალადობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მათი მოწოდებები იყო - „ენჯეოების“ და პარტიების. მაგალითად: „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი. მოწოდება იყო, რომ ბლოკირება მომხდარიყო პარლამენტის, რაც არის თავისთავად კანონდარღვევა. საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში დაცული არის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ხოლო პროტესტი, რომელიც არღვევს კანონს ცდება მშვიდობიან ფორმებს და არის კანონდარღვევა. ჩვენ ვნახეთ, „ენჯეოების“, პარტიების მხრიდან, ამ აქციებზე მოწოდებები. ყოველ ჯერზე როდესაც ძალადობრივი ხდება აქცია, ხდებოდა (თავისი არსით მშვიდობიანი აქცია) ამ მოწოდებების შედეგად. კერძოდ, მოწოდებები, როცა იყო რომ ბლოკირება მომხდარიყო პარლამენტის, რაც ერთი მხრივ, თავისთავად არის კანონის დარღვევა და ამავე დროს გულისხმობდა იქნებოდა პირდაპირი კონტაქტი პოლიციასთან და ასეც ხდებოდა და ისინი საბოლოო ჯამში იწვევდნენ, იზრდებოდა ძალადობაში ეს აქციები. ასევე, მოწოდებები, რომ გადანაცვლებულიყო აქცია სხვა მიმართულებით, თუნდაც კანცელარიასთან, როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა ვიწრო ქუჩებზე გადაჰყავდათ და იქაც პოლიციასთან პირდაპირ კონტაქტში შეჰყავდათ, ამით უწევდნენ პირდაპირ ინსპირირებას ძალადობას. უპირველეს ყოვლისა, აქ დგას აქციების ორგანიზატორების პასუხისმგებლობა, რომ მოქალაქეების მხრიდან მშვიდობიან პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მისცენ მოქალაქეებს და არ გადაზარდონ ძალადობაში. აქვე დგას, ამ „ენჯეოების“ დონორების პასუხისმგებლობა, რომლებმაც სამწუხაროდ, დღემდე არ დაგმეს პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც ზუსტად ამ „ენჯეოების“ მოწოდების შედეგად რამდენჯერმე მოხდა. ამიტომ ახლა დგას მათ შორის, დონორების პასუხისმგებლობა, რომ იმ „ენჯეოებს“, რომელსაც ისინი აფინანსებენ მისცენ მკაცრი მითითება, რომ არ დაარღვიონ კანონი და არ იძალადონ, არ დაარღვიონ კანონი და ძალადობრივი ხასიათი არ მისცენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო