შალვა პაპუაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა - აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს მომხრეებზეც და ოპონენტებზეც და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა

ეს არის არასამთავრობო სექტორში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი, რაზეც სხვა დროსაც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ფაქტს.

"ნაციონალური მოძრაობა" რაც ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას, გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. ეს ადამიანი ვნახეთ, რომ იყო ამ აქციების ერთ-ერთი ლიდერი. "ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებდა, როცა იყო ხელისუფლებაში - აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს ყველაზე - მომხრეებზეც და ოპონენტებზეც, ქართველებზეც და უცხოელებზეც და შემდეგ იყენებდა ამას შანტაჟისთვის, მისთვის სასურველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ახლა გადაბარგდნენ არასამთავრობო სექტორში და, როგორც ხედავთ, აქაც იგივე მეთოდებით მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ასობით ადამიანი ჰყავთ ასე ჩაწერილი - ქართველიც და უცხოელიც, ცნობილიც და უცნობიც. ფაქტია, რომ ეს არ იყო ვიღაცის პირადი გეგმა და დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან გარკვეული დამკვეთები ან გარკვეული ინტერესები.

ფაქტია, რომ ეს არის მოქმედება სპეცსამსახურების სტილში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, იქ ცნობადი ადამიანებიც არიან. როგორც ჩანს, შესაძლოა სწორედ შანტაჟისთვის გამოყენება ხდებოდა ამ კადრების. ესეც ძალიან მძიმე შემთხვევაა, როდესაც ასეთი ეჭვები ჩნდება შემდეგ საზოგადოებაში, რომ ვიღაც ადამიანების მანიპულირება ხდებოდა ასეთი სპეცსამსახურების მეთოდებით. ყველა დეტალი უნდა გაირკვეს და ვინ არიან დამკვეთები, რა დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი დაკვეთა იყო ქართველების და უცხოელების ჩაწერა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს