ნიკა სიმონიშვილი - სახელმწიფო გადაქცეულია ბანდიტ ხელისუფლებად, ჩვენ სახელმწიფო ფაქტობრივად არ გვაქვს და ერთი პარტიის დამცველად არის გადაქცეული

ხელისუფლება გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებს არ ექვემდებარება,- ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ გადაქცეული არის "ბანდიტ ხელისუფლებად".

„შეუძლებელია საერთო რამე კანონზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ადამიანებს სახლებთან უსაფრდებიან და თავს ესხმიან, შეუძლებელია ვისაუბროთ კანონზე, როდესაც ჩვენს ახლობლებს, არასრულწლოვან ოჯახის წევრებს ურეკავენ და აშინებენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ. ხელისუფლების რეაგირება არის ნული. ამის შემდეგაც, ხელისუფლება ბედავს სამართალზე და კანონზე ლაპარაკს. პოლიცია არ რეაგირებს, სახელმწიფო არ რეაგირებს, სახელმწიფო გადაქცეული არის ბანდიტ ხელისუფლებად. ჩვენ სახელმწიფო ფაქტობრივად არ გვაქვს, ხელისუფლება არ გვყავს, სახელმწიფო არის ერთი პარტიის დამცველად გადაქცეული“,-განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეკრება არის სიმბოლური, რომელიც ხვალ, დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.

„ეს შეკრება და ღამისთევა არის პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ, თუმცა სიმბოლური, რომ ხვალ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როცა შევლენ ამ შენობაში, ნახონ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათი განხილვის პარალელურად, აპროტესტებენ ამ კანონს. აქ შეკრებილი ადამიანები ხვალ დღის განმავლობაშიც გავაგრძელებთ აქ ყოფნას , პარლამენტის წინ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, ჩვენ ვნახეთ გუშინ ათასობით ადამიანის პროტესტი, ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი, რომლებიც აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ გვჭირდება ეს კანონი და ეს კანონი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას. ეს პროტესტი არის ხვალინდელი დიდი პროტესტის დასაწყისი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიღებს. ეს ყველაფერი მას ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის ამ კანონის მიღების გზაზე. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს პროტესტი გააგრძელოს, რომელიც მშვიდობიანი უნდა იყოს, თუმცა, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შემქმნელი“,-განაცხადა სიმონიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია