გიორგი ვაშაძე - გარეთ ვართ დღე თუ ღამე, კვირას თუ ორშაბათს, მთელ მსოფლიოს ესმის ქართველი ხალხის, ვისაც არ ესმის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი - შეეშვან დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებას და დაუფასდებათ

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გაიგონ - სათითაოდ ყველაზეა პასუხისმგებლობა, შეეშვან ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებას და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს. მათ ამის შანსი ჯერ კიდევ აქვთ და მერწმუნეთ, რომ ეს დაუფასდებათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს მოაწერენ იმ მოღალატეობრივ აქტს, რომლის სულის ჩამდგმელიც ბიძინა ივანიშვილია.

„ქართველი ხალხი გარეთ არის დღე თუ ღამე, კვირას თუ ორშაბათს. მთელ მსოფლიოს ესმის ქართველი ხალხის. ვისაც არ ესმის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ხალხსაც უღალატოს და სამშობლოსაც.

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გაიგონ, რომ სათითაოდ ყველაზეა პასუხისმგებლობა, შეეშვან ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებას და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს, მათ ამის შანსი ჯერ კიდევ აქვთ და მერწმუნეთ, რომ ეს მათ დაუფასდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს მოაწერენ იმ მოღალატეობრივ აქტს, რომლის სულის ჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, პარტნიორების გზავნილები გაჭრის თუ არა „ქართულ ოცნებასთან“, ვაშაძემ უპასუხა, რომ მთავარი, რაც გაჭრის, ეს ხალხის სიმრავლეა.

„მხოლოდ კრიტიკა არა, კონკრეტული გზავნილებიც იქნება. მთავარი, რა გაჭრის, ეს ხალხის სიმრავლეა. ხალხი მზად არის და ვფიქრობ, ეს ის ბრძოლაა, რომელიც ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. ერთადერთი, რაც გაგვამარჯვებინებს ერთიანობაა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია