მამუკა ხაზარაძე - შს მინისტრთან მაქვს კითხვა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს 4 წლით გაუშვებს ციხეში - ხალხს უსაფრდებიან, ვისზე აღიძრა საქმე? - რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ორგულობის, უტიფრობის, არაკომპეტენტურობის და პირდაპირ დავარქვათ, ღალატის განცხადება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და დღეს ღამის გათენებას გეგმავენ.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ და ეს სიტუაცია უკვე კულმინაციასთან მივიდა.

„შს მინისტრის განცხადება არის ღალატი იმიტომ, რომ მას, როგორც შს მინისტრს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ევალება მოქალაქეების დაცვა. როცა პრევენციულ განცხადებას აკეთებ და საუბრობ სხვადასხვა მუხლებზე, რომ აქ ახალგაზრდებს დაიჭერ, მე მაქვს მასთან პირადი კითხვა, ვისზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ნიღბებით სხვადასხვა ახალგაზრდებს, ჩემს თანაგუნდელებს აედევნენ?! გუშინ ჩვენს თანაგუნდელებზე 5 ადამიანი იყო ადევნებული. ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს უკვე მესამედ დახვდნენ სახლში. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაუსაფრდნენ. მითხრას პირადად, გამოვიდეს და თქვას, ვისზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვინ იქნა კანონის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული. ახლა როცა საუბრობს 4 წლით გავუშვებ ციხეშიო, მინდა მას პირადად და ყველას, ვინც ასე ფიქრობს, ვუთხრა, რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს, იმიტომ, რომ თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე კულმინაციასთან მივიდა დღეს ეს სიტუაცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მას ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

„მეორე კითხვა ბიძინა ივანიშვილს, 7 ნოემბერი რომ მოხდა, ვინ აფინანსებდა იმდროინდელ სპეცრაზმს? ვინ აფინანსებდა იმდროინდელ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მერე? აფინანსებდი შენ. ანუ, ყველაფერ ამ არეულობის უკან დგახარ შენ პირადად. ამიტომ, არ დაგითმობთ არცერთ კვადრატულ მეტრს არც რუსთაველზე და არც თავისუფლების არცერთ მიტკალს არ დაგითმობთ!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო