ანა ნაცვლიშვილი - მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, 83 დეპუტატი, გომელაური და ძალოვანები: პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი - არსებობს შანსი, გადაიფიქროთ, ნებაყოფლობით აიღოთ ხელი დანაშაულზე

საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვაა, რასაც აკეთებთ - მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ - რუსული კანონით, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი , - ასე მიმართავს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსა და ძალოვნებს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, არის დანაშაული და ამისთვის ხელისუფლებას პასუხი მოეკითხება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, 83 დეპუტატი, ვახტანგ გომელაური და ძალოვანები: საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ - რუსული კანონით, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი. საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, არის დანაშაული და ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ. სასჯელი იქნება უმკაცრესი. არსებობს შანსი, გადაიფიქროთ, ნებაყოფლობით აიღოთ ხელი დანაშაულზე, სანამ ბოლომდე მიიყვანთ. კანონი ამ შანსს გაძლევთ, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ“, - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება