ნიკა მელია - უმრავლესობის დეპუტატები ხვალ პარლამენტში ვერ შევლენ - იმდენი უნდა ვიყოთ, რომ შენობამდე ვერ მოვიდნენ

დროსა და სივრცეში არის დაკარგული მთელი „ქართული ოცნება“. მათ ჩაუვარდათ პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა აუცილებელია ხალხმრავალი და უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები.

„ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იმას ცდილობდნენ, რომ პარალელური სამყარო შეექმნათ, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ სიბნელეს შეიტანდნენ და მერე ყველანი დავბნელდებოდით. ვერ შექმნეს პარალელური სამყარო და ამ პროცესში სიბნელე კი არა, მეტი და მეტი სინათლე შედის. ერთადერთი უებარი გამოსავალი არის ხალხმრავალი, უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები“, - განაცხადა მელიამ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს უკვე არაფრის ეშინია.

„მუქარებით, ძალადობით, სადარბაზოებთან ჩასაფრებებით, ცემა-ტყეპით ფონს ვერ გავიდნენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, თვლიდა, რომ მაინც და მაინც უსაფრთხო გარემოში არ გამოდიოდა. ნორმალურ ადამიანს ყველას აქვს შიში, მაგრამ ეს შიში გადატეხეს. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა თქვა, რომ რაც არ უნდა იძალადო, მე გამოვალ დედაჩემთან ერთად, ჩემს შვილთან ერთად, ოჯახის წევრთან ერთად და ეს მოხდა. დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, ხვალ არ მისცემენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ხვალ ვერ შევლენ. პერსონალურად არავის ვერჩი, სახელმწიფოებრივად ვერჩი ყველას იქ, ვინც არის. 83 დეპუტატი მყავს მხედველობაში. ისინი სახლებიდან რომ გამოვლენ, იმდენი უნდა ვიდგეთ, რომ აქამდე ვერ მოვიდნენ“, - განაცხადა მელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია