ნიკა გვარამია - სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა, რაც არ უნდა ილაპარაკოს შს მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ჩინურ ენას

ვერავინ გვისაყვედურებს ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და მითუმეტეს ვერც სამართლებრივად, რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას , - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელ განცხადებას.

გვარამიას თქმით, სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა. ვერავინ გვისაყვედურებს ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და მითუმეტეს ვერც სამართლებრივად რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ერთდროულად. ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის გადარჩენას“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, არ აღელვებს რას იტყვის ვახტანგ გომელაური, რადგან ის დანაშაულის გარეშე ციხეში მაინც მოხვდა.

„საერთოდ არ მაღელვებს რას იტყვის გომელაური. იმიტომ, რომ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და დანაშაულის გარეშე ციხეში მაინც მოვხვდი. რა მნიშვნელობა აქვს გომელაური რას ფიქრობს - კანონიერი იქნება თუ არა ჩემი ქმედება. დასჭირდებათ - მაინც მოვხვდები ციხეში, კანონიერების მიუხედავად. ამიტომ, მე თვითონ გადავწყვეტ ჩემი სამართლებრივი სტატუსი რის უფლებას მაძლევს - შეაფასოს გომელაურმა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება