სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ მათ ტერიტორია დატოვონ და პარლამენტის წინ გადაინაცვლონ

ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ მათ ტერიტორია დატოვონ და პარლამენტის წინ გადაინაცვლონ, თუმცა, მოქალაქეები ჯერჯერობით, ჩიტაძის ქუჩას არ ტოვებენ. პოლიცია ჩიტაძის ქუჩისკენ დაიძრა, სადაც მოქალაქეები რჩებიან.

სავარაუდოდ, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას გეგმავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები და ე.წ. რობოკოპები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს მოუწოდა, არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.

აქცია პარლამენტთან 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საპარლამენტო ორგანოს შესასვლელებთან.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს