აქციის მონაწილე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას პირველად სამედიცინო დახმარებას ამ წუთებში მოქალაქეები უწევენ.

მამაკაცის განცხადებით, მას ე.წ. წიწაკის სპრეი სამართალდამცველმა შეასხა.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ცოტა ხნის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანია, დილას პარლამენტში არ შეუშვან უმრავლესობის წევრი დეპუტატები. დღეს "ქართულ ოცნებას" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა აქვს დაგეგმილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება