უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს - "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ "მონებს" და "რუსებს" ეძახდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს" ეძახდნენ.

ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს.

ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით ჩიტაძის ქუჩიდან შევიდნენ, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანი იყო, დილას პარლამენტში არ შეეშვათ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.

"ქართულ ოცნებას" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა დღეს, 09:00 საათზე აქვს დაგეგმილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე