გია ვოლსკი - სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება თქვენ რა იცით?! - გეგონება არჩევთ ერთმანეთისგან - სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყოთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება თქვენ რა იცით, გეგონება არჩევთ ერთმანეთისგან, სირცხვილის კორიდორი მაშინ თქვენ უნდა მოგიწყოთ თუ ასეა, ვგულისხმობ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქართულია და რუსული არაფერი სცხია, არც შინაარსით და არც პათოსით.

„მნიშვნელოვანია როგორი იქნება არგუმენტირებული შენიშვნები არა მარტო პრეზიდენტისგან, არამედ თუ უცხოელი პარტნიორები ექსპერტები კიდევ ჩაერთვებიან ამ საკითხში. საოცარია, რომ არავინ გამოდის და ერთ სიტყვას მაინც არ იძახის რაზეა ლაპარაკი - გამჭვირვალობა გინდათ? აგერ ჩვენი ანგარიში და ყველაფერი, აქ სუფთაა. ამას რომ მალავენ ასე გააფთრებული, ეს რასაკვირველია სერიოზულ ეჭვებს აჩენს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს არის ამ ქვეყნის პატრიოტი, რად უნდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟის ატეხა, თუ მართლა არ იმალება ამ ხარჯების უკან, რომელიც გააჩნია ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას?!“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს