ანა ნაცვლიშვილი - ის, რაც დღეს მოხდა პარლამენტში და ხდება ამ კვირების განმავლობაში, გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან - ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთის მიმართულებით - ამ პროცესის შეჩერება ერთობას, სიმტკიცეს შეუძლია

ის, რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტში და ის, რაც ხდება ამ კვირების განმავლობაში, გასულია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოდან, ვინაიდან ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთის მიმართულებით - ამ პროცესის შეჩერება და საქართველოს გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ერთობას, სიმტკიცეს და ქართველი ხალხის ნების დაცვას, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

მან უმრავლესობას და სამართალდამცველებს მიმართა, რომ აუცილებლად მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი ფასის გადახდა, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების სახით.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს კონსტიტუციური გადატრიალება, როდესაც რუსეთის მსახური ხელისუფლება ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ აპირებს, ხელი მოაწეროს უკვე მესამედ საბოლოოდ, ხვალ საქართველოს მეორედ გასაბჭოებას. მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს ძალიან გასაგებად განვუმარტო, ასევე ძალოვნებს, რომლებმაც ხელი ასწიეს საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყნის დაცვის და გადარჩენის მოტივით, ყველას მოგიწევთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება როცა წარდგებით არა მურუსიძის, ჩინჩალაძის და ფარცხალაძის, არამედ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, მოგიწევთ გადაიხადოთ მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების სახით. ის რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტში და ის რაც ხდება ამ კვირების განმავლობაში გასულია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოდან, ვინაიდან ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთის მიმართულებით. ამ პროცესის შეჩერება და საქართველოს გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ერთობას, სიმტკიცეს და ქართველი ხალხის ნების დაცვას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია