იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტი იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, დღეს პარლამენტში შესვლა შეეძლოთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო, იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც დღეს შენობაში გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა შეეძლოთ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანომ დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება დაასრულა და შესაბამისად, ჟურნალისტებმა შენობა უნდა დატოვონ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ამასთან, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება