თეონა აქუბარდია - წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად - წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს

ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ მიეღოთ - წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

მისივე თქმით, ის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მოკლე დროში მიიღო, „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას აჩვენებს.

„ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, იმგვარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას გააოცებდა, ნამდვილად შეასრულა. კანონი შემოიტანა, რომელიც ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ზუსტად 09:01 საათზე, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც [ოპოციზია] ვაპირებდით შესვლას, კომიტეტის სხდომა დაასრულეს. ზუსტად წუთ-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ და სწორედ ესეც აჩვენებს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ შეეგუება და არ დაუშვებს. წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს