რუმინეთის პრემიერი - თავდაცვის მინისტრს უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა არ სურს

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ანგელ ტილვარი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას არ ეთანხმება, - ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა.

რუმინეთის პრემიერის თქმით, უკრაინაში Patriot-ის გაგზავნის საკითხი ქვეყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან არ განუხილავს, მაგრამ საუბარი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან და ის "არც თუ ისე უჭერს მხარს ამ იდეას".

„თავდაცვის მინისტრს ნამდვილად არ სურს ამ სისტემის დათმობა, ერთ-ერთი სისტემის, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ რუმინეთთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, პირველ რიგში კარგ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მარსელ ჩიოლაკუმ.

შეგახსენებთ, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რამდენიმე დღის წინ, თეთრ სახლში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, უკრაინისთვის Patriot-ის ერთ-ერთი კომპლექსის გადაცემის საკითხი განიხილოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის