თამარ კორძაია რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე - პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში

პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში - მათ ცალსახად თქვეს, რომ “ქართულ ოცნებას“ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თამარ კორძაიამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კორძაიას თქმითვე, ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს ევროპის მხრიდან უფრო მკაფიო მხარდაჭერა ექნება.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვისმენთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს “ქართული ოცნება“ ქვეყანას.

მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც „ქართული ოცნება“ გააფთრებული ეწინააღმდეგება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თბილისში ვიზიტით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებსაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს