თინა ბოკუჩავა - რუსული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება - ერთადერთი პრინციპული მოთხოვნა, რაც აქვს ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს, არის აღნიშნული კანონის გაწვევა და მისი აღარასდროს დაბრუნება

რუსული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ერთადერთი პრინციპული მოთხოვნა, რაც უნდა გვქონდეს და, აქვს კიდეც, ქართველ ხალხს, საქართველოს მეგობრებს, ისევე როგორც სრულ ოპოზიციურ სპექტრს, არის აღნიშნული კანონის გაწვევა და მისი აღარასდროს დაბრუნება, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს თუ არა პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში მოტივირებული შენიშვნები.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დეპუტაციის მხრიდან, მესამე მოსმენით კანონის ერთ წუთსა და 7 წამში განხილვა, ხაზს უსვამს მათ მონურ მორჩილებას.

„რუსული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. მისი არსი და მიზანი არის სწორედ ის, რაც კრემლის კანონის იყო 2012 წელს და შესაბამისად, ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ერთადერთი პრინციპული მოთხოვნა, რაც უნდა გვქონდეს და, აქვს კიდეც, ქართველ ხალხს, საქართველოს მეგობრებს, ისევ როგორც სრულ ოპოზიციურ სპექტრს, არის აღნიშნული კანონის გაწვევა და მისი აღარასდროს დაბრუნება, რაც გააკეთა წელს „ოცნებამ“, მაშინ, როცა, შარშან, ქართველი ხალხის ძალისხმევით ეს კანონი ერთხელ უკვე გაიწვია. რაც შეეხება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას, ივანიშვილის დეპუტაციის მხრიდან მესამე მოსმენით კანონის ერთ წუთსა და 7 წამში განხილვა, ხაზს უსვამს მათ მონურ მორჩილებას და იმას, რომ ისინი უბრალოდ მონური მორჩილებით ასრულებენ რუსულ პოლიტიკურ დავალებას, რუსული კანონის მიღების სახით. ეს არის სწორედ ის საზომი, რომელიც ამხელს მათ მონურ მორჩილებას, ამ მოღალატეობრივ გადაწყვეტილებაში, რომ მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს, რომელიც ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება