სერგო ჩიხლაძე - მთავარი გზავნილია ის, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ

მთავარი გზავნილი არის ის, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ ამ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან მკაცრი შედეგები,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე დადიან საპროტესტო აქციებზე და ამასთანავე აცხადებენ, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცედურები შეჩერდება.

„რამდენიმე მთავარი გზავნილი, რომელიც შეგვიძლია გავაჟღეროთ ამ შეხვედრიდან, ეს არის სრული მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველ დღე დადის დემონსტრაციებზე და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის და რუსული კანონის წინააღმდეგ. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი ეს არის, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცედურები, უბრალოდ შეჩერდება, მოლაპარაკებები არ გაიხსნება თუ ეს კანონი იქნება მიღებული. და მესამე, ასევე მთავარი გზავნილი, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ ამ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან მკაცრი შედეგები კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან ინიციატორები ამ კანონის, ვინც მხარს უჭერენ და სამჯერ და ოთხჯერ ხმა მისცეს ამას და შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები იქნება გატარებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ადამიანებთან შეხვედრაზე, უნდოდათ შეხვედრა, მაგრამ ბატონმა პაპუაშვილმა, სხვებმა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს უთხრეს უარი. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას გვხვდებიან და გვიზიარებენ იმას, რა განწყობებიც არის მათ ქვეყნებში მათ პარლამენტებში“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს