მაიკლ როთი - ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი - საქართველოს ნათელი მომავლის შანსს ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს

ძვირფასო მთავრობა და ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ - საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. საქართველოს ადგილი ევროპაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან აქციებს მართავენ. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ რთულ დროს და იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს შანსი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი ეს კანონი დამტკიცდება, როთმა უპასუხა რომ „ნამდვილად არა”.

„ვერ ვხედავ მოლაპარაკებების გახსნის შანსს ამ კანონით და ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს