საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14-24 წლის ახალგაზრდებმა, მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ადამიანის უფლებების კვეთაზე, ციფრული წიგნიერების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში მსმენელები, საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან და უმაღლეს სასწავლებლებიდან, ჩართულნი იყვნენ ინტერაქტიურ დისკუსიებში და პრაქტიკულ აქტივობებში.

„ტრენინგზე განხილული თემები მოიცავდა ალგორითმულ მიკერძოებას, კონფიდენციალურობის, ეთიკური ხელოვნური ინტელექტის განვითარების და ციფრულ სამყაროში უფლებების დაცვის თემატიკას. დიდი ინტერესი გამოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებმა. პრაქტიკული ტრენინგების და ინტერაქტიური სემინარების მეშვეობით მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა ChatGPT პირადი იდეების გენერირებისათვის. კონკრეტული ამოცანის დასმის პირობებში დამოუკიდებლად გამოიყენეს ახალი აპლიკაციები ჯგუფურ ვარჯიშებში. ტრენინგის პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. წარმატებული მსმენელები წახალისდნენ პროგრამის მიღმა, ინსტიტუტის შემდგომ ინიციატივებში პრიორიტეტული მონაწილეობის უფლებით“, - აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი თავის მისიას, ახალი ტერენინგ-კურსით საშემოდგომო სესიაზე გააგრძელებს და მოსწავლეებსა და სტუდენტებს,

ციფრული მოქალაქეების ახალ თაობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის თაობაზე ცოდნის გაღრმავების მიზნით მიიწვევს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს