ნინო წილოსანი - საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება - ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება

საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება - ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის აზრით, აქციას ძალადობრივი სახე აქვს მიღებული.

“ალბათ, ძალიან ადვილი მისახვედრია დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება. ფაქტობრივად გაწერილი სცენარი არის, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი დღე ეს აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდობიანი, ამაღლებულ ნოტაზე, ლამაზი ფოტო-ვიდეო მასალა უნდა დაიდოს და ემოცია უნდა გამოიწვიოს ხალხში იმისთვის, რომ პროცესმა უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს და ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ უბინძურეს საქმეში მონაწილეობენ, ხოლო მეორე დღეს, გრძელდება ძალადობრივი ქმედებები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანი აცხადებს, დღეს დილიდან აქციის მონაწილეები სახელმწიფო ორგანოს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.

“საპარლამენტო მუშაობის ხელშეშლა არ ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. არავის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავებს არ აქვთ სურვილი, რომ რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი შეიქმნას აქციის მონაწილეებთან. ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც იყო ეს თხოვნა განხილული. აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ იქნა თავიდან არიდებული დაპირისპირების გამოწვევა იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანია, ეს დაპირისპირება ჩანდეს კადრში. ეს კადრები გავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ემოცია გამოიწვიოს და გარკვეულწილად, როგორც ქვეყანას, ასევე მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს“, - აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ წყობიდან უნდა გამოიყვანონ პოლიცია და იმოქმედონ ფიზიკურად, არ არის ნორმალური და არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან.

“ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. აქციას აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი ხასიათი. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც პოლიციელების მხრიდან პირიქით ყოფილიყო გადაკვეთილი ეს ზღვარი მას შემდეგ, რაც პირიქით, აქციის მონაწილეები ახდენენ პოლიციაზე თავდასხმას და შეურაცხყოფებს, როგორც ფიზიკურს, ასევე სიტყვიერს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთვება თავდაცვის რეჟიმში პოლიცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მერამდენე კვირა გაუსაძლის პირობებში იცავს თავის უფლებამოსილებას, ქვეყანას, თავის სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებს და ამ ადამიანებს უწევთ მართლწესრიგის დაცვა ასეთ აუტანელ პირობებში, როდესაც მთელი ეს დაჯგუფებები მოქმედებენ ძალიან კარგად გაწერილი სცენარებით, რომელიც სახელმძღვანელოებად არის ფაქტობრივად ქცეული. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეო იყო გავრცელებული და არაერთი განცხადება, ყველა სხვა ადამიანის პოსტები იქნება ეს თუ ა.შ. რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ უნდა დაღალონ, უნდა გამოიყვანონ წყობიდან პოლიცია, იმოქმედონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ რაღაც შეცდომა დააშვებინონ. ეს არ არის ნორმალური. ეს არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან. არ მგონია, რომ რომელიმე ახალგაზრდა, რომელიც კონკრეტულ პარტიულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, შეიძლება ერთვებოდეს პროცესებში და არ იაზრებდეს ძალიან ნეგატიურ მხარეს მთელი ამ აქციების,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს