ნინო დოლიძე - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოდიფიცირება არ შეიძლება, რადგან ის თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსულია

მთავარი “მესიჯი” იყო ის, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ, რათა თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შევძლოთ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა - პირდაპირ თქვეს, რომ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე გაჩერდება, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოდიფიცირება არ შეიძლება, რადგან “ის თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსულია”.

“მთავარი “მესიჯი” იყო ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ, რათა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ და თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შევძლოთ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა. მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის დამსახურება იყო. პირდაპირ თქვეს, რომ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე პირდაპირ გაჩერდება. ასევე, თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ კანონპროექტი არ იყოს მიღებული. თუმცა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან”, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება