ლევან ცუცქირიძე რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე - გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო

გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის იმიტომ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კანონი. სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მივიღეთ იმ ევროპული დედაქალაქებიდან, საიდანაც იყვნენ ჩამოსული ჩვენი მეგობრები. აღფრთოვანებული არიან ისინი ქართველი ხალხის სიმამაცით, გამბედაობით, სამოქალაქო ორგანიზების ხარისხით, იმ დემოკრატიული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი კულტურით, რომელიც ქართველმა ხალხმა აჩვენა ბოლო თვის განმავლობაში და გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევით.

მე ვფიქრობ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ძალიან მძაფრი და ძალიან სერიოზული რეაქციაა ევროპის ყველა კუთხიდან, ყველა ინსტიტუტიდან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე