ირაკლი კობახიძე - ამ ქვეყნის ვერავითარი "მაიდანი" და უკრაინიზაცია ვერ შედგება - ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო

ამ ქვეყნის ვერავითარი "მაიდანი" და უკრაინიზაცია ვერ შედგება - ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული

სუვერენული სახელმწიფო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო სურათია ნული კოორდინაცია და სრული დისკრედიტაცია, ასე რომ, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება.

"რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომი, "მაიდანი" და ა.შ. და ამის გახსენება - რა თქმა უნდა, საქართველოში ამის სცენარი ვერ შედგება. ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც ყველაფერთან ერთად არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ანუ, ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია - ეს არის რადიკალური ოპოზიციის საერთო სურათი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი "მაიდანი" და "უკრაინიზაცია" ამ ქვეყნის ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა. ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ნებისმიერ ძალადობაზე, ნებისმიერი ძალადობის მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება", - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა